четверг, 6 марта 2014 г.

მოსახლეობის საქმიანობა

მეზობელ თემებზე გამარჯვების შემდეგ, კლდეში ნაკვეთი სოფლის მცხოვრებლები ყოველმხრივ ხელსაყრელ ვიტარებაში აღმოჩნდნენ. სინი საკმაოდ დაწინაურებული მეურნეობის მქონე რაიონს ფლობდნენ და ძლიერ გამაგრებული სამოსახლოს წყალობით მოულოდნელობისაგანაც დაზრვეულნი იყვნენ. ამ დროს უფლისციხის რაიონი დასახლებილია მიწათმოქმედი თემებით, რომელთა მეურნეობაში წარმოდგრნილიამემინდვრეობა, მევენახეობა და დამხმარე ხასიათის დარგები ( მეცხოველეობა, მეთევზეობა, ნადირობა). ხელოსნობის დარგებიდან, როგორც ჩანს, განსაკუთრებით დაწინაურებულია მეთუნეობა, სადაც სწრაფმბრუნავ ჩარხს იყენებდნენ.
უფლისციხის რაიონის თემების სამიწათმოქმედო მეურნეობაში ამ დროისათვის ერთ-ერთი წამყვანი დარგია მევენახეობა. ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის ბოლოს არსებობდა ოთხი ჯიშის ვაზი მაინც, მაგრამ ჯიშების ოდენობა, როგორც ჩანს, მეტი უნდა ვივარაუდოთ. მას ამტკიცებს, როგორც ვაზის კულტის არსებობა, ისე ქვევრის ფორმის მინიატურული თიხის ჭურჭელი, აღმოჩენილი ყალთანისხევის სამლოცველოში. შესაძლებელია, მევენახეობა- მეღვინეობას დავუკავშიროთ, აფრეთვე, თიხის ფიალები და სასმისები, რომლებიც ასე ფართოდაა გავრცელებული ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარსა და მომდევნო პერიოდში.
ასეთ აგროკლიმატურ რაიონში, როგორც უფლისციხის სანახებია, ინტენსიური სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით კი მევენახეობა, უთუოდ საწიროებდა მორწყვას.მაგრამ სარწყავი სისტემების რაიმე კვალი ამ მიდამოებში დადასტურებული არ არის. აგრამ ქართველმა მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ აქ უნდა ყოფილიყო- წყარონაკადულებრივი მიწათმოქმედება. ასეთი სარწყავი სისტემა ფაქტიურად წარმოადგენს სასოფლო ან, ზოგჯერ საუბნო რუს, რომელიც რომელიმე წყაროდან ან ნაკადულიდან იკვებება. ისი გამარტვა იაფია, არ მოითხოვს სამუშაო ძალის დიდ ოდენობას, ადვილი მოსავლელია დ აიოლი აღსადგენი. მას უვლის ან სოფელი ან უბანი, რომელსაც ეს რუ ემსახურება, ვისიმე დახმარებისა და ჩარევის გარეშე. შწორედ ასეთი მორწყვითი მიწათმოქმედება შეეფერებოდა სოციალურად თემურ, მაგრამ მეურნეობრივად დაწინაურებულ ქართლს.
მესაქონლეობის განვითარებაზე მიგვითითებს თიხის ფიგურები ( ცხვარი, ხარი, ცხენი), ცხოველის ძვლები და ა.შ. ხოლო მესაქონლეობის პროდუქტების მოხმარების დაწინაურებული კულტურის მაუწყებელია კარაქის საღებავები, ყველის ამოსაუვანი თასები და შესანახი დერგები.
უფლისციხეში მეურნეობის დარგებიდან განვითარებული იყო _ მემინდვრეობა, მევენახეობა_მეღვინეობა, მესაქონლეობა. არკვეული მასალები მოიპოვება ნადირობაზეც. კერძოდ, ტაძარ- სამლოცველოს IV_ოთახში აღმოჩენილი იყო ნადირობის მაგიასთან დაკავშირებული გამოსახულებები, ხოლო ნამოსახლარის ფენებში საკმაო რაოდენობით აღმოჩნდა ირმის, შვლისა და გარეული ღორის ძვლები.